სამოქალაქო
განათლების დაბალი დონე-არ
შემდგარი სამოქალაქო საზოგადოება
დღეს XXI
საუკუნეა . საბედნიეროდ ის ხანა, რომელმაც ადამიანის უფლებები განადიდა, საყოველთაოდ
აქცია და მოგვცა საშუალება აღმოვაჩინოთ საკუთარი ,,მე“ და განვსაზღვროთ კუთვნილი ადგილი
საზოგადოებაში. უფლებებით აღჭურვილი ახალი ცხოვრების დაწყება უმეტესისითვის ერთგვარი
რევოლუცია იყო. ვფიქრობ, სწორედ რთული ადაპტირების
პროცესმა წარმოშვა მწვავე პრობლემა- არშემდგარი სამოქალაქო საზოგადოება, რაც გლობალურ
პრობლემად იქცა. არაერთი სამთავრობო თუ ა/ო
ორგანიზაცია ცდილობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და სამოქალაქო განათლების
მაღალი დონის დამკვიდრებას საზოგადოებაში. რაც დრო გადის სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა
და საჭიროება იმატებს. რატომღაც ყოველივე პრობლემის საწყისად ინფორმირებულობის დაბალი დონე გვევლინება.
სამოქალაქო განათლების პირველად დანიშნულებად მივიჩნევ საზოგადოების წევრებში თვითგამორკვევისა
და თვითრეალიზაციის უნარის დანერგვას და დემოკრატიული პრინციპების მიხედვით მართვის
სტანდარტების ჩამოყალიბებას. სამოქალაქო განათლებამ საზოგადოებას ჩართულობისკენ, აქტიურობისკენ,
თვითრეალიზაციისკენ მოუწოდა, ასწავლა სხვისი აზრის პატივისცემა და დაარწმუნა საზოგადოებისთვის
აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების
მნიშვნელობაში. საზოგადოება, რომელიც დღემდე ყველაფერს უარყოფითად აღიქვამდა მივიდა
დასკვნამდე, რომ როგორც მონეტას აქვს ორი მხარე ქვეყნად ყველაფერს თავისი დადებითი
და უარყოფითი მხარეები გააჩნია და ადამიანი იმიტომაა უნიკალური ქმნილება, იმიტომ გამოირჩევა
ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმისგან, რომ მას გააჩნია აზროვნება, მეტყველება, საკუთარი
ფასეულობები , ის ღირებულებები, რომლებითაც მას შეუძლია ებრძოლოს ცხოვრების მინუსებს.
სწორედ სამოქალაქო განათლებამ გაუღვივა მათ სურვილი საზოგადოებაში სრულყოფილების მიღწევისათვის, ჯანსაღი კონკურენციის გაწევისათვის,
ფასეულობების იდეალად ქცევისათვის. მათ გაიაზრეს, რომ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია,
რადგან თვითონ დრო წამავალია და თუ იმ მცირე ხნის განმავლობაში, რასაც სიცოცხლის ხანგრძლივობა
ჰქვია თუ უმოქმედოდ იყავი ილია ჭავჭავაძის არ იყოს ეს ცხოვრება ისე გაგთელს, როგორც
დიდოელი ლეკი ნაბადს.
სამწუხაროდ ყოველი ის ფასეულობა, ის აზროვნება,
რომელთა შეძენის საშუალებაც სამოქალაქო განათლებამ მისცა საზოგადოებას, უმრავლესობაში ფესვი ვერ მოიკიდა. ბევრს დღესაც
საკუთარი თავი მხოლოდ უბრალოდ მოარულ ადამიანად წარმოუდგენია, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, უმოქმედოა იმ უსამართლობის მიმართ რასაც ირგვლივ ხედავს. რეალობა
სხვანაირად ვერ წარმოუდგენია და არ ფიქრობს
იმაზე, რომ ცხოვრება ომია და ომში კი მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ. მწირმა სამოქალაქო
განათლებამ საზოგადოებაში მიგვიყვანა ფატალურ შედეგამდე. ყოველივე უარყოფითს ადამიანების უმეტესობა ხელაწეული
ხვდება და არ ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს,ფარხმალი დაყრილი აქვს.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სხვადასხვა ორგანიზაციების
განსაკუთრებული აქტიურობა საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების მაღალი დონის დანერგვისათვის,
რათა ჩვენ სათითაოდ და ყველამ ერთად შევძლოთ
ჩვენი ადგილის განსაზღვრა და დამკვიდრება საზოგადოებაში.
No comments:
Post a Comment